„დღეს კოლუმბიის უნივერსიტეტიდან ჩარიცხვის წერილი მომივიდა სრული 374 000 დოლარიანი დაფინანსებით“ – კიდევ ერთი ქართველი სტუდენტის წარმატება

„დღეს კოლუმბიის უნივერსიტეტიდან ჩარიცხვა მომივიდა სრული 374,000$-იანი დაფინანსებით“, – ამის შესახებ კომაროვის სკოლის აღზრდილი მიხეილ ვაზაგაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„კომაროვის სკოლას უღრმესი მადლობა ამ დაუვიწყარი 4 წლისთვის და განსაკუთრებული მადლობა გიორგი მახათაძეს და შოთა ქათამაძეს, რომ აპლიკაციის შევსებაში დამეხმარნენ!

ასევე მადლობა ყველა მასწავლებლს, რომელებმაც ამ მიზნის მიღწევაში უდიდესი წვლილი შეიტანეს!

და ბოლოს, ყველაზე მთავარი და დიდი მადლობა ოჯახის წევრებსა და მეგობარს, ავთო გოგოლაძეს, რომლებიც ყველაზე საჭირო დროს ჩემს გვერდით იყვნენ ღამის 3 საათამდე!

თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დასაწყისია. უფრო დიდი ამბიციებიც მაქვს!“, – წერს მიხეილ ვაზაგაშვილი სოციალურ ქსელში.