„დღესვე შევუსრულებ“ – რა ურჩია კესარია აბრამიძემ თათია შარანგიას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე

ტელეწამყვანი თათია შარანგია კესარია აბრამიძესთან შეხვედრის და დამეგობრების ისტორიას იხსენებს.

მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ, როდესაც საზოგადოების ნაწილი თათიას აბულინგებდა, კესარიამ ურჩია, მეუღლის, თორაძის გვარი დაებრუნებინა, რის შესრულაბასაც ტელეწამყვანი დღესვე აპირებს.

„Fb-ზეც კი, ვინმეს თუ აბულინგებდნენ, გულს ტკენდნენ, პირველი იყო ვინც გამოენთებოდა და მხარს უჭერდა… ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, ბოლოს რომ ატყდა გაურკვეველი აგრესია ჩემს და ჯარჯის მიმართ, არ ეზარებოდა და სათითაოდ ყველას პასუხს სცემდა. მე მწერდა, ვიცი, რომ ახლა სწორ ადამიანთან ხარ, რომელიც გულს არ გატკენს, დატკბი და შეირგე ცხოვრება ამ ვაჟკაც ბიჭთან ერთადო.

თორაძის გვარი დაიბრუნე, ჯარჯი იმსახურებსო – ამას დღესვე შევუსრულებ… 😭
როცა გადაცემაში მოვიდა, ხომ უკვე ვიცოდი რა ვიზუალის იყო. გეფიცებით, თვალს ვერ ვაშორებდი, ისეთი ნაზი იყო, ისეთი ლამაზი, ისეთი კარგი ადამიანი. ყველა იქ მყოფი, კომპლიმენტებით აგვავსო…
არ გეპატია სილამაზე და გამბედაობა. მშვიდად განისვენე ჩვენო კარგო და კეთილო ადამიანო“, – წერს თათია შარანგია სოციალურ ქსელში.