რუსეთში დაბრუნებულმა პლაქსინამ ადგილობრივ მედიასთან აღიარა, რომ რეალურად, ისრაელში ყოფნისა, ვარსკვლავი დედას ემალებოდა და ის სახლიდან საკუთარი ნებით გაიქცა.
“ველოდი, როდის დაღამდებოდა, გადავძვერი ღობეზე და მთელი დასახლება ფეხით გავირბინე. შემდეგ მანქანა გავაჩერე, რომელმაც გზაზე გამიყვანა. იქიდან ტაქსიში გადავჯექი და აეროპორტამდე მივედი. გაქცევაში არავინ დამხმარებია. მე მხოლოდ ფინანსურად და მორალურად დამეხმარნენ”, – ამბობს ტატიანა.
მომღერლის ქალიშვილის თქმით, მთელი ეს დრო უსპენსკაიას შვილი ჩაკეტილი ჰყავდა და არ აძლევდა საშუალებას, რომ იმ ელიტური დასახლების საზღვრებს გასცდენოდა, სადაც მომღერლის სახლი მდებარეობს. პლაქსინა ამტკიცებს, რომ დედა მას მუდმივად აკონტროლებდა.
“მეშინოდა ძალიან, მტანჯავს, არაადეკვატური და ტირანი დედაა. სულ შიშში ვარ, რომ დედა რაღაცას ნახავს ან გაიგებს. ისე დამაშინა, რომ ხელჩაკიდებულები დავდიოდით. მაიძულებდა მეცხოვრა ისე, როგორც მას სურს, თითქოს მასზე ვიყავი მიბმული. უკვე 10 წელია ვემუდარები, – დედა, ცალკე მინდა ცხოვრება – მეთქი… მან კი ძალით დამაკავა და მაიძულა დახურულ დასახლებაში მეცხოვრა. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულებულიყო”, – ჰყვება ტატიანა.
პლაქსინას თქმით, დედა მას პლასტიკური ოპერაციების გაკეთებას აიძულა, რაც საერთოდ არ უნდოდა.
“არ მინდოდა, რომ ოპერაციებს მიკეთებდნენ, მეხებოდნენ”, – ტატიანას თქმით, მასზე სხვადასხვა პრეპარატებს ცდიდნენ.
“ერთხელ მაიძულა, კლინიკაში წავსულიყავი, რომ ჩემთვის დამამშვიდებელი გაეკეთებინათ. ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი ვარ. რატომ უნდა დამამშვიდონ? ჩემმა სხეულმა ამას ვეღარ გაუძლო. მოულოდნელად დავეცი და კლინიკაში სისხლის გუბეში ვიწექი,“ – ჰყვება გოგონა ბოლო ინციდენტის შესახებ.
წყარო : Ambebi.ge