ცნობილი თურქი მსახიობი, ერქან პეტეკაია მამის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„დავკარგეთ ჩემი ძვირფასი მამა, აკინ პეტეკაია. სამგლოვიარო ლოცვა აღევლინება ბეიკოზის/Kavacık Görele-ის კვარტალში მდებარე გორელეს მეჩეთში, ხვალ შუადღის ლოცვის შემდეგ, მას გორელეს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ღმერთმა შეიწყალოს ყველა ჩვენი უფროსი,“ – დაწერა მსახიობმა და სამძიმარი მიიღო.