“დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა ვუსურვოთ” – ჟანრი ლოლაშვილი იუბილარია

ყველასათვის საყვარელი მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი იუბილარია.

მსახიობს 82 წელი შეუსრულდა.

ჟანრიმ განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ ცხელ ძაღლში მოიპოვა.

მას აქვს ნათამაშები ისეთ ფილმებში, როგორებიცაა “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, “ცხოვრება დონ კიხოტისა და პანჩოსი”, “მოხეტიალე რაინდები” და სხვა.

აქვს უამრავი სპექტკლი ნათამაშები თეატრში.

მსახიობობის გარდა ჟანრი მხატვარიცაა და არაერთი საოცარი ნახატი აქვს შექმნილი.