მსახიობი ბაია დვალიშვილი შვილთან, მაკი ხატისკაცთან ერთად ლელა წურწუმიას გადაცემას ,,მხოლოდ ლელასთან” ესტუმრა.
დედა-შვილმა გადაცემაში ისაუბრა საკითხებზე, რაზეც ვერ თანხმდებია. მათ შორის ერთ-ერთი აღმოჩნდა ძილი.
,,დილით გაღვიძება ძალიან მიჭირს. ბაია ყველაფერს დილით ჰყვება, რა მაქვს გასაკეთებელი და ა.შ. ვღიზიანდები. ჩემთვის დილა სამი საათია. გამოღვიძება ძალიან მიჭირს ვგიჟდები ძილზე”, – საუბრობს მაკი ხატისკაცი.
ბაიას თქმით, ის რეჟიმის ადამიანია და შვილზეც ამიტომ ნერვიულობს.
,,ღამის 4-ზე იძინებს. ეს არის ამ თაობის ავადმყოფობა. კითხულობს, სერიალებს უყურებს. გავიკითხე და მითხრეს დაანებე თავიო. ვერ ვანებებ რადგან მე ყოველთვის რეჟიმის ადამიანი ვიყავი”, – ამბობს ბაია დვალიშვილი.