„ძალიან გავმწარდი…“ – ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

საქართველო თურქეთის თამაშის შედეგს მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და ქართველ ფეხბურთელებს ამხნევებს.

„ალბათ, ახლა ყველანი ძალიან გაბრაზებული ვართ, თქვენთან ერთად მეც ძალიან ბევრი ვიტირე, იქ რომ ვყოფილიყავი არ ვიცი რას ვიზამდი, ძალიან გავმწარდი. მაგრამ, მინდა ყველა ჩვენი ფეხბურთელი გავამხნევო, ძალიან ვამაყობთ ჩვენ თქვენით. ძალიან გვიხარია, რომ საქართველომ დაწერა ისტორია და დარწმუნებულები ვარ შემდეგს თამაშს მოვიგებთ…“, – ამბობს ნუცა ბუზალაძე.