მწერალი გიორგი კეკელიძე კესარია აბრამიძის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ძალიან ვწუხვარ კესარია აბრამიძის მკვლელობის გამო. იმ ხალხის გამოც არანაკლებ ვწუხვარ, ვინც, ზუსტად ვიცი, ახლა იქედნური ქირქილით ჯოჯოხეთში მიუჩენს ადგილს“, – წერს გიორგი კეკელიძე.
ცნობისთვის, თბილისში, დიდ დიღომში ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში მოკლეს.