ერთს კოცნის და მეორეს “აიგნორებს” – სიამის ტყუპის ქორწინების ახალი დეტალები და დების გეგმა, შვილი იყოლიონ

ცნობილი სიამის ტყუპის – ები და ბრიტანი ჰენსელების ქორწინების ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და მსოფლიო აალაპარაკა. თუმცა აღმოჩნდა, რომ კადრები სულაც არ არის ახალი – ები 2021 წელს გაჰყოლია ცოლად თავის რჩეულს.

წელს ცნობილ ტყუპს 34 წელი შეუსრულდა. “ჩვენ სხვადასხვა ადამიანები ვართ, უბრალოდ, ერთი სხეული გვაქვს” – ასე აღწერენ საკუთარ თავს დები. ისინი მინესოტაში ცხოვრობენ, დაწყებითი კლასების მასწალებლები არიან. ახლა კი, როცა მათი ამბავი მსოფლიოს მოედო, მილოცვებსაც იღებენ, მხოლოდ, ები, რადგან სწორედ ის დაქორწინდა.

ების რჩეული აშშ-ის არმიის ვეტერანი და მედძმა ჯოშუა ბოულინგია. სხვა ცნობები მის შესახებ არ ვრცელდება. ის არის კიდევ ცნობილი, რომ 8 წლის შვილი ჰყავს წინა ქორწინებიდან.
რაც შეეხება ების და ბრიტანის, მათ შესახებ მსოფლიომ 1996 წელს შეიტყო, როცა ოპრა უინფრის შოუს გმირები გახდნენ, მერე კი ერთ-ერთ გასართობ არხზე რეალითი-შოუ გადიოდა მათი მონაწილეობით. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ტყუპმა არ ისურვა პოპულარობით სარგებლობა და შოუბიზნესში დარჩენა, მასწავლებლობა ამჯობინეს და მოსწავლეებს ძალიან უყვართ.
თუ სად გაიცნეს ჯოშუა, ინფორმაცია არ ვრცელდება. დებს არც ქორწილზე გაუკეთებიათ კომენტარი, თუმცა ადრე ინტერვიუში აღნიშნეს, რომ ძალიან უნდათ დედობა. როგორ შეიძლება ეს მოხდეს? დებს აქვთ ორი თავი, ორი ხელი, ორი ფეხი, ორი ხერხემალი, სამი ფილტვი, ორი გული, ერთი ღვიძლი, ორი კუჭი, სამი თირკმელი, საერთო სისხლძარღვების და რეპროდუქციული სისტემა. ისტორიას ახსოვს სიამის ტყუპის დედობის ფაქტიც, ასე რომ, გამორიცხული არაფერია.
მანამდე კი სოციალურ ქსელში კამათია იმაზე, არის თუ არა ეს მრავალცოლიანობის ფაქტი, ან როგორია, როცა ერთს კოცნის და მეორეს “აიგნორებს”?

წყარო : Mshoblebi.ge