თეონა კონტრიძე და მისი მეუღლე ტრადიციულად, ზაფხულში საქართველოს ესტუმრნენ. ცოტა ხნის წინ თეონამ ქმარს ქორწინების მე-16 წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ მის მეიღლეს – ნიკოლაი კლოპოვს ბოლო ხუთი წელია რთული დაავადება აქვს, რის გამოც ბოლო წელია ეტლს მიეჯაჭვა. თუმცა წყვილი ერთად ცდილობს ამ განსაცდელთან გამკლავებასაც.
ამჯერად თეონას ქმარმა პატარა ვიდეომიმართვა ჩაწერა და ისაუბრა, თუ როგორ გადმოვარდა ეტლიდან და როგორ უცებ მიირბინა მასთან ახალგაზრდა ქართველმა მამაკაცმა, ხელში აიყვანა და ეტლში ჩასვა. აღნიშნა, როგორ მუდმივად გრძნობს ქართველების თანადგომას და რომ აღტაცებულია ქართველი ხალხით.
თეონამ კი დასძინა: “ეს არის ოდა ემპათიური ქართველებისადმი! კოლია აღტაცებულია ქართველი ხალხის ყურადღებითა და თანაგანცდით. მე სულ ვამბობ, შეიძლება იპოვო უტვინო ქართველი, მაგრამ უგულოს პოვნა ძნელია. ჩემს ხალხს იმხელა გული აქვს, მთელ პლანეტას მოიცავს.
P. S. ხშირად მეკითხებით, ჩემი ქმარი ქართველი ხომ არაა. არ არის ქართველი. მისი მამა დინჩენკოა, უკრაინელი. დედა კი კლოპოვა – რუსი. თავად ამბობს, რომ მოსკოველია მექსიკური ტემპერამენტით. გიჟდება საქართველოზე, ქართველებზე, ყველაფერ ქართულზე და ქართველ ქალზე…
წყარო : Mshoblebi.ge