ზაფხულის მოსვლასთან ერთად კოღოების პრობლემაც მწვავდება და ისევ აქტუალური ხდება კითხვა: რატომ გვკბენენ კოღოები უფრო მეტად ჩვენ, ვიდრე სხვებს. ეს საკითხი ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ თავის ერთ-ერთ ვიდეობლოგში განმარტა. გთავაზობთ ამ განმარტებას:
რატომ კბენენ კოღოები ზოგს მეტად, ზოგს – ნაკლებად? გავრცელებულია ვერსია, თითქოს პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს კოღოები უფრო მეტად კბენდნენ, ვიდრე სხვებს. ეს ნაწილობრივ იმითაც აიხსნება, რომ პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები გაცილებით ბევრნი არიან. სინამდვილეში მთელი ამ მიზეზის არსი ჩვენს გენეტიკაშია. ზოგიერთ ჩვენგანს ისეთი გენეტიკური განწყობა აქვს, რომ კოღო უფრო ხშირად უკბენს, ვიდრე სხვებს. ამაზე უამრავი კვლევა ცატარებულა და ცოტა ხნის წინ დამტკიცდა კიდეც, რომ ჩვენი სხეულის გენეტიკურ მასალაზეა დამოკიდებული, გვიკბენენ თუ არა კოღოები უფრო ხშირად, ვიდრე სხვებს.
რა შუაშია გენები?
საქმე ისაა, რომ გარკვეული გენები ჩვენს ორგანიზმში მეტაბოლურ პროცესებს უფრო განსხვავებულს ხდიან სხვებთან შედარებით. მაგალითად, არის რამდენიმე ნივთიერება, რომელიც კოღოს ძალიან ადვილად იზიდავს ჩვენს სხეულზე. ჩვენის სხეულიდან გამოყოფილი CO, რძემჟავა, ამიაკი და სხვა ატყობინებს კოღოს, რომ ჩვენ ახლოს ვართ. ნივთიერებები, რომლებიც კოღოს იზიდავს, ყველას გვაქვს, მაგრამ ზოგიერთს უფრო წარბად. გვაქვს ასევე ნივთიერებები, რომლებიც პირიქით, კოღოს აფრთხობენ. ეს ნივთიერებებიც გენეტიკურად გვაქვს, მაგრამ ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმში მეტი რაოდენობითაა. ამიტომ ისინი არ იზიდავენ კოღოებს.
რა უნდა გავაკეთოთ, როცა ნაკბენი გვექავება?
ქავილსა და შეუშუპებას კოღოს ნერწყვი იწვევს, რომელსაც ის ჩვენს სხეულზე ტოვებს. ამიტომ პირველ რიგში ეს ნერწყვი უნდა ჩამოვირეცხოთ საპნით, ან სოდით. ერთ კოვზ სოდას დაამატეთ რამდენიმე წვეთი წყალი და მითებული პასტისებრი მასა წაისვით ნაკბენზე 10 წუთის განმავლობაში. ამ ტუტე ნივთიერებით კოღოს ნერწყვის მოქმნედება განეიტრალდება.
წყარო : Mshoblebi.ge