სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა გოგო დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავდა 4. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავარდა.
დაღუპული 25 წლის რუსკა ინალიფაა.
გარდაცვლილის დედა, რომელიც ემიგრაციაში, საბერძნეთში იმყოფება და სოციალურ ქსელში შვილს ემშვიდობება:
„გაფრინდა ჩემი შვილი ზეცაში… ვაი შენს დედას დედააააა. მოვდივარ დე ჩემო ფერადო გოგო“. – წერს გარდაცვლილი გოგოს დედა.
ნახეთ ფოტო.