14 ოქტომბერს, გურჯაანში მომხდარი ავტოკატასტროფის დროს დაღუპული ელენე მეგრელიშვილი დღეს დაკრძალეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ელენეს დედა ნინო ერემაშვილი სოციალურ ქსელში ელენეს ფოტოს, სათაურით „გაფრინდა მარადისობაში ❤️❤️❤️“ აქვეყნებს.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ადგილზე გარდაიცვალა ელენე მეგრელიშვილი.