გარდაიცვალა “ადამიანი, რკინის ფილტვებით“ – როგორ მუშაობს კაფსულა, რომელმაც პოლ ალექსანდერი 6 წლის ასაკში გადატანილი მძიმე დაავადების შემდეგ, 72 წელი აცოცხლა

პოლ ალექ­სან­დე­რი, მსოფ­ლი­ოს­თვის ცნო­ბი­ლი, რო­გორც “ადა­მი­ა­ნი რკი­ნის ფილ­ტვე­ბით“, 12 მარტს, 78 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მან თა­ო­ბებს და­უ­ტო­ვა შე­უ­პოვ­რო­ბი­სა და ბრძო­ლის გმი­რუ­ლი მა­გა­ლი­თი.

პოლს 1952 წელს, 6 წლის ასაკ­ში და­უს­ვეს პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის მწვა­ვე ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი. ინ­ფექ­ცი­ის მწვა­ვე ფორ­მე­ბი­სას, ვირუ­სი ნაწ­ლა­ვი­დან გა­და­ად­გილ­დე­ბა და ცენ­ტრა­ლურ ნერ­ვულ სის­ტე­მას უტევს, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ კუნ­თე­ბის შე­სუს­ტე­ბა­სა და სა­ბო­ლო­ოდ, პა­რა­ლი­ზე­ბას იწ­ვევს. ეს პრო­ცე­სი შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ან დღე­ში მოხ­დეს. იმ დრო­ის­თვის კი, რო­დე­საც პა­ტა­რა პოლი და­ინ­ფი­ცირ­და, პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეფექ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა ჯერ არ არ­სე­ბობ­და, მის შექ­მნამ­დე სულ რამ­დე­ნი­მე თვე იყო დარ­ჩე­ნი­ლი…

რო­გორც ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ცნო­ბი­ლი პა­ცი­ენ­ტი იხ­სე­ნებ­და, თავ­და­პირ­ვე­ლად მას მშობ­ლე­ბი სახ­ლში მკურ­ნა­ლობ­დნენ, თუმ­ცა 5 დღის შემ­დეგ, რო­დე­საც სუნ­თქვა უკი­დუ­რე­სად გა­უ­ჭირ­და, მისი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო. სწო­რედ იქ მო­ა­თავ­სეს პირ­ვე­ლად რკი­ნის “უარ­ყო­ფი­თი წნე­ვის ვენ­ტი­ლა­ტორ­ში“.

რო­გორც 2020 წელს The Guardian წერ­და, პოლი ინ­ფექ­ცი­ის­გან გა­მო­ჯან­მრთელ­და, მაგ­რამ პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის გამო კის­რი­დან დაბ­ლა თით­ქმის მთლი­ა­ნად პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი დარ­ჩა და ის, რაც მის­მა დი­აფ­რაგ­მამ ვე­ღარ შეძ­ლო, “რკი­ნის ფილ­ტვებ­მა“ გა­ა­კე­თეს.

პოლ­მა სი­ცო­ცხლის მომ­დევ­ნო 72 წელი ზურ­გზე და­წო­ლილ­მა გა­ა­ტა­რა. მას თავ­თან ბა­ლი­ში ედო და და­ნარ­ჩე­ნი სხე­უ­ლით ლი­თო­ნის ცი­ლინ­დრში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, გამ­ძლე ბიჭი აგ­რძე­ლებ­და კო­ლე­ჯში სწავ­ლას, გახ­და იუ­რის­ტი და გა­მოს­ცა წიგ­ნიც.

”პოლი იყო წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თი, რო­მე­ლიც თა­ო­ბებს ემახ­სოვ­რე­ბა“, – წერს გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი კრის­ტო­ფერ ულ­მე­რი GoFundMe გვერ­დზე, რო­მე­ლიც პო­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რად მან­ვე შექ­მნა. მის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე სულ 143 461 დო­ლა­რი შეგ­როვ­და.

მი­უ­ხე­და­ვად მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, პოლ­მა და­ტო­ვა შთამ­ბეჭ­და­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბა. მათ შო­რის, გახ­და გი­ნე­სის მსოფ­ლიო რე­კორდსმე­ნი, რო­გორც ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე დიდი დრო გა­ა­ტა­რა “რკი­ნის ფილ­ტვებ­ში“.

ასე­ვე, 21 წლის ასაკ­ში გახ­და პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, ვინც და­ლა­სის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა გაკ­ვე­თილ­ზე ფი­ზი­კუ­რად დას­წრე­ბის გა­რე­შე და­ამ­თავ­რა. სწავ­ლობ­და ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი სკო­ლა­ში. ის ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ად­ვო­კა­ტი და­ლას­სა და ფორტ უორ­ტში. სა­სა­მარ­თლო­ში კლი­ენ­ტებს სამი ცალი კოს­ტი­უ­მით და მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ინ­ვა­ლი­დის ეტ­ლით წარ­მო­ად­გენ­და, რო­მე­ლიც მის პა­რა­ლი­ზე­ბულ სხე­ულს კარ­გად ვერც კი იჭერ­და.

პოლ ალექ­სან­დე­რი არ არის ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც რკი­ნის კაფ­სუ­ლის დახ­მა­რე­ბით იცო­ცხლა. მსოფ­ლი­ოს ახ­სოვს კი­დევ ერთი ქა­ლის, მარ­ტა მე­ი­სო­ნის შე­უ­პოვ­რო­ბის ამ­ბა­ვი, რო­მელ­მაც “რკი­ნის ფილ­ტვებ­ში“ 60 წელი გა­ა­ტა­რა.

იხილეთ სრულად