„გარეცხე, ჩაბანე, დაბანე, დააძინე, ბაღში წაიყვანე, მოიყვანე, ყველაფერს ვაკეთებ მარტო” – გიორგი ყიფშიძე 4 შვილის მამობაზე

გიორგი ყიფშიძემ  „იმედის დღის” ეთერში იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელსაც შვილების აღზრდის პროცესში ხვდება. 4 შვილის მამამ  გულახდილი ინტერვიუ ნიკოლოზ წულუკიძის რუბრიკას „პერსონა” მისცა.

„არ წარმომედგინა, თუ მე მომიწევდა იმის კეთება, რასაც ახლა ვაკეთებ. დედების და ბებიების გაზრდილი ვარ და ახლა, ზუსტად იმავეს ვაკეთებ მე ჩემი შვილებისთვის. აბსოლუტურად ქალის საქმეებზე გელაპარაკებით: გარეცხე, ჩაბანე, დააძინე, ბაღში წაიყვანე, მოიყვანე- ყველაფერს მარტო… აქეთ ლუნა აქეთ კოსმო მყავს. სულ ერთად ვართ. ვერავინ ვერ მეხმარება. დედაჩემი ავადმყოფი, მამაჩემი რაში უნდა დამეხმაროს. დღეში ვრეცხავ სამ პარტია სარეცხს, ვფენ და ეს არასოდეს არ მთავრდება…

ჩუმად ვიჯექი ხოლმე და ვტიროდი, რომ მეთქი რა დავაშავე, იმიტომ, რომ აღმოვჩნდი ჩემთვის გაურკვეველ გარემოში. ორი ბავშვი გიყურებს, ერთი ტირის, ერთი იცინის- გავგიჟდი… შენ შენი საქმე გაქვს თან გაფუჭებული, შეურაცხყოფილი ხარ, ქალმა დაგტოვა და კინაღამ გადავირიე… ამ დროს ცე აღმომაჩნდა, ვსვამდი მედიკამენტებს, სამჯერ კინაღამ აივნიდან გადავხტი, უცებ იმდენად  ამომივიდა ეს რაღაცები რომ სისულელე კინაღამ ჩავიდინე”-ამბობს მსახიობი.