“გავიგე ჩინურ კუბოზე გიდარდია” – ნანუკა ჟორჟოლიანი ნატო გელაშვილს მიმართავს

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ნატო გელაშვილს მიმართავს.

“გავიგე ჩინურ კუბოზე გიდარდია და დარწმუნებული ვარ გელათზეც დარდობ. დაგვიწერე შენი ფიქრები გელათის ნგრევაზე” – წერს ნანუკა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ნატო გელაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ასე გამოეხმაურა.

“დიდი ბოდიშის მოხდით, როგორც ერთმა რიგითმა ქრისტიანმა მინდა ჩემი გულისტკივილი დავაფიქსირო..

ვისაც სასახლის( კუბოს)სიმძიმე გავლილი აქვს და მისი დანიშნულება კარგად იცის, ალბათ არც მტერს უსურვებს იგივე სიმწარის გავლას… ჭირისუფალისთვის ძალიან მძიმეა როცა სასახლე მოაქვთ პირველად სახლში, თუმცა მერე ეფერები ვინაიდან იაზრებ რომ ეს სასახლე ,შენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისთვის ბოლო სახლია…
არასოდეს დაწვათ ქრიტიანის ბოლო სახლი🙏🙏და არავის უსურვოთ გარდაცვალება როგორც არ უნდა გძულდეთ🙏🙏
მე მჯერა რომ ქართველ ერს სიძულვილზე მეტად სიყვარული შეგვიძლია🙏🙏სიყვარულით გადავრჩებით მხოლოდ და მხოლოდ🙏❤️
მშვიდობა ჩემ ხალხს და ჩემ ქვეყანას🙏” – დაწერა სოციალურ ქსელში ნატო გელაშვილმა.