“გიჟი ხარ… გილოცავ…“ – გიორგი გაბუნიას დამ ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი შეფასებები მიიღო

იუმორისტისა და ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას დამ, ბარბარემ ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა, რის შესახებაც გიორგი სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:

„ბარბარე გაბუნია – ერთიანი ეროვნული გამოცდები:

1-ქართული ენა და ლიტერატურა-60/55

2-ინგლისური-70/70

3-ისტორია-60/59

გიჟი ხარ, შვილო. გილოცავ, ბაბიკო, ყოველთვის წარმატებებით გევლოს. ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ წარმატებას…“, – წერს გიორგი.