18 თებერვალს, ალექსანდრე ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა. ბრწყინავლე გამარჯვების შემდეგ, ილია თოფურიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, მისი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუია საკუთარ სოციალურ ქსელში მისი ოჯახის ყველა გულშემატკივარს საჯაროდ მადლობას უხდის და საერთო კადრებს გვიზიარებს.
„ცხოვრება ერთგვარი ატრაქციონია. მაღალი სიჩქარე, მომთხოვნი მოლოდინები და შრომისმოყვარეობა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი სიყვარულზე, ოჯახსა და ასეთ მომენტებზე დადის, რაც ამად ღირს..
დიდი მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის. ყველაფერი, რაც ფიქრით იყო შთაგონებული, რეალობაა!“ – წერს ჯორჯინა.