ხშირად, მარტივი ტესტები ადამიანის ქვეცნობიერში დამალულ ინფორმაციას მაქსიმალური სიზუსტით ამოიცნობენ ხოლმე და მეტიც, მომავლისთვის გარკვეულ მინიშნებებს აკეთებენ. ჩვენი დღევანდელი თავსატეხის ავტორები აღნიშნავენ, რომ იმას, თუ რას დაინახავთ პირველს ფოტოზე, შეუძლია დაადგინოს, რა გელით სამომავლოდ და რა იქნება პრიორიტეტული. წესები ძალიან მარტივია, უბრალოდ კარგად დააკვირდით და გახსოვდეთ, რომ სწორი ან არასწორი პასუხები არ არსებობს. სურათზე გამოსახულ საგნებს ყველა ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს და სწორედ ამ აღქმაში გვეხმარება ქვეცნობიერი.
თუ თქვენ პირველად სახე დაინახეთ:
უახლოეს მომავალში თქვენი მცდელობა, რომ წარმატებას მიაღწიოთ და უკეთესად იცხოვროთ, დაფასდება. მაგრამ, იმისათვის, რომ ნამდვილად შეძლოთ სასურველი შედეგის მიღწევა, არ უნდა ჩაერთოთ კონფლიქტურ სიტუაციებში და ნებისმიერი დაბრკოლება მშვიდად მოაგვაროთ. გაქვთ უნარი და შესაძლებლობა, რომ თქვენი მიზნები რეალობად გადააქციოთ. გარდა ამისა, ახლა საუკეთესო დროა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და გახდეთ უფრო თავდაჯერებული.
თუ თქვენ პირველად ხელი დაინახეთ:
უახლოეს მომავალში ფინანსურ საქმეებში მნიშვნელოვანი წარმატება და სარგებელი გელით. შეგეძლებათ, შეიძინოთ ის, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდით. ახლა თქვენი ძალისხმევა აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ბიზნესში, საკუთარ საქმეში, პროფესიული კუთხით წარმატებას მიაღწევთ, რაც შემოსავალზეც დადებითად აისახება.
თუ თქვენ პირველად ხე დაინახეთ:
ეს იმას ნიშნავს, რომ მალე ყველაზე გულწრფელ სიყვარულს იპოვით, რომელიც უამრავ დადებით და ბედნიერ ემოციას მოგიტანთ. თუ თქვენ უკვე გყავთ პარტნიორი, მეორე ნახევარი, თქვენი ურთიერთობა უფრო ცხადი გახდება, გადავა სანდო ეტაპზე და შეძლებთ, რომ ერთად იმაზე უკეთ იცხოვროთ, ვიდრე აქამდე.
თუ თქვენ პირველად ფარშავანგი დაინახეთ:
სამომავლოდ კარიერაში გაგიმართლებთ. შესაძლოა, ახალი, მომგებიანი შეთავაზება მიიღოთ. მაგრამ, არ იფიქროთ, რომ ეს მარტივი იქნება. ახალი სამუშაო შესაძლოა, რთული და სტრესული აღმოჩნდეს, მაგრამ თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება, მიიღებთ ბევრ სარგებელს, გამოცდილებას და კარიერულ კიბეზე უფრო მაღლა ახვალთ.
თუ თქვენ პირველად ბოსტნეული და ხილი დაინახეთ:
ახლა აშკარად რაღაც გაწუხებთ და ქვეცნობიერში გულნატკენი ხართ. შესაძლოა, პრობლემები გაქვთ პირად ცხოვრებაში, სამსახურში, ახლობლებთან ურთიერთობაში და ემოციურად ძალიან გადაიღალეთ. თუმცა, თუ სურათზე პირველად სწორედ ხილი და ბოსტნეული დაინახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი პრობლემების გადაჭრა სულაც არ არის ისეთი რთული, როგორიც წარმოგიდგენიათ. გამოსავალი თქვენს ხელშია და ის ისე ახლოსაა, შეიძლება, ვერც წარმოიდგენდეთ და ძალით ართულებდეთ რაღაცებს. შეხედეთ პრობლემას სხვა კუთხით და გამოსავალს აუცილებლად დაინახავთ.
თუ თქვენ პირველად პეიზაჟი დაინახეთ:
თუ სურათის დათვალიერებისას ყურადღება გაამახვილეთ ფონზე და არა წინა პლანზე, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ სამომავლოდ რაღაც უნდა გარდაქმნათ თქვენს თავში. ახლა ცხოვრების იმ ეტაპზე ხართ, როცა ცვლილებები გარდაუვალია. შემოუშვით სიახლეები თქვენს ყოველდღიურობაში, ნუ შეგეშინდებათ გამოწვევების და აუცილებლად მოახერხებთ, რომ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია შექმნათ.
წყარო : Mshoblebi.ge