„იმისთვის, რომ ჩემთვის პირვანდელი სახე დაებრუნებინათ, თავის ქალიდან უნდა აეღოთ ძვლები და გადაეტანათ ცხვირში და ყბაში…” – როგორ გამოიყურება ოპერაციის შემდეგ მარიამ ტატანაშვილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ავტოავარიის დროს დაშავდა

„მე რაც პროთეზი გავიკეთე თავს ნაკლებად დაკომპლექსებულად ვგრძნობ“ – ამბობს მარიამ ტატანაშვილი, რომელიც საზოგადოებამ უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გაიცნო. ოპერაციის შემდგომ პერიოდზე მარიამმა „პალიტრასთან“ ისაუბრა.

ავარიის დროს მძიმედ დაშავებული მარიამი უმძიმეს შემთხვევას იხსენებს და ამბობს, რომ პლასტიკურმა ქირურგმა ციცინო შურღაიამ გამოხატა სურვილი, მისთვის ძველი გარეგნობა დაებრუნებინა:

„ორივე თვალში მხედველობა დავკარგე, ცალი თვალი მთლიანად აღარ მაქვს, იმპლანტი მაქვს ჩასმული, მარცხენა თვალში მხოლოდ დღის სინათლეს ვხედავ, მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი დავკარგე, მარჯვენაზე კი ხუთივე თითი დავკარგე ასევე ფეხზე წვივის ძვალი მქონდა მოტეხილი… სექტემბერში ვგეგმავთ რამდენიმე ოპერაციას…

მხედველობაზე ჯერ ახალი არაფერია. იმისთვის რომ ჩემთვის ის პირვანდელი სახე დაებრუნებინათ, რაც მქონდა, მოიფიქრეს რომ თავის ქალიდან აეღოთ ძვლები და გადაეტანათ ცხვირში და ყბაში… ეს არ მომეწონა და უარი ვთქვი, რადგან ძალიან რთული ოპერაციაა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ „ლიმფო ცხიმებით“ ამოვწიოთ ზედა ყბა და ტუჩიც თბილისში გავიკეთო… მე რაც პროთეზი გავიკეთე თავს ნაკლებად დაკომპლექსებულად ვგრძნობ, მივხვდი, რომ ეს თვალი ყველაზე მეტად მაკომპლექსებდა“ – ამბობს მარიამი.

ნახეთ ფოტო.