აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების საწინააღმდეგოდ და ისლამური რეჟიმის ოფიციალური პირების განცხადებების მიუხედავად, როგორც ჩანს, პირველი დაკავებული მომიტინგე, ერფან სოლტანი, რომლის სიკვდილით დასჯაც 13 იანვარს იყო დაგეგმილი, ამ დღეს სიკვდილით დასაჯეს | ინფორმაციას სოციალურ პლატფორმა X-ზე რამდენიმე წყარო ავრცელებს, თუმცა ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.
🔴 გავრცელებული ცნობებით, ერფან სოლტანს ოჯახთან შეხვედრის უფლება არ მისცეს, რის გამოც ოჯახი ვარაუდობს, რომ ირანის რეჟიმმა 26 წლის ახალგაზრდა მოკლა.
🔴 15 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, ირანის სასამართლო ამბობდა, რომ დაკავებული დემონსტრანტის, 26 წლის ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა “საერთოდ არ იგეგმებოდა”. ამავე თემაზე მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმაც ისაუბრა და თქვა, რომ ადამიანების ჩამოხრჩობას „არ გეგმავდნენ“.
🔴 გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ღვთის გმობის ბრალდებიდან” ერფან სოლტანს ბრალი “ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეკრების, შეთქმულებაში მონაწილეობასა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ საქმიანობაში ჩართვის” მუხლით გადაუკვალიფიცირეს, რაც პატიმრობას ითვალისწინებს და არა სიკვდილით დასჯას.
წყარო : მთავარი Mtavari