ირანში, სტუდენტი ქალი პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტის ეზოში გაშიშვლდა – ნახეთ რა ბედი ეწია მას

ირანში, თეირანის აზადის უნივერსიტეტის სტუდენტი გოგო პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტის ეზოში გაშიშვლდა. მან ტანისამოსი მას შემდეგ გაიხადა, რაც “მორალის პოლიციის” წევრებმა ჰიჯაბის არასწორ ტარებაში დაადანაშაულეს და მისი ტანსაცმელი დააზიანეს. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

ახალგაზრდა ქალი დააკავეს. დაკავების დროს, ქალი კარებს დაეჯახა, რამაც სისხლდენა გამოიწვია. მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

უნივერსიტეტის სპიკერის ამირ მაჰჯუბის თქმით, დაცვამ სტუდენტი დააკავა, რომელიც უსაფრთხოების ძალებს გადასცეს. მისი განმარტებით, მას “ფსიქიკური აშლილობა” ჰქონდა.

ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები, სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ, უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებმა განათავსეს, რომელიც ვირუსულად გავრცელდა.