ცნობილია, რომ ტრანსგენდერმა მოდელმა რამდენიმე წლის წინ სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა.
მოდის ტენდენციები და მოთხოვნები დროსთან ერთად იცვლება და ერთ-ერთი ნოვატორი „ვიქტორიას სიკრეტი“ გახლავთ. მას პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი მოდელი ჰყავს, მისი სახელია ემირა დისპეინი. მოდელი ცნობილი „ტიკ ტოკით“ გახდა, ის მაკიაჟის გაკეთებას ასწავლის.
„მინდა, გავაძლიერო ახალგაზრდა ტრანსგენდერი ქალები და კაცები მთელ მსოფლიოში, რათა ვაჩვენო მათ, რომ სილამაზისა და მოდის ინდუსტრია იცვლება, განსაკუთრებით ფერადკანიანებისთვისა“, – აცხადებს ემირა.
ფაქტმა ქართველი ტრანსგენდერის კესარია აბრამიძის ყურადღებაც მიიპყრო. „უნდა მივიბა სეკრეტმა რომ ამიყვანოს?“ – წერს კესარია სოციალურ ქსელში.
წყარო: ambavi.club