კატა კიბეზე ადის, თუ ქვემოთ ჩადის? – ოპტიკური ილუზია, რომელიც გეტყვით, ბუნებით ოპტიმისტი ხართ, თუ პესიმისტი

ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ კატა გაურკვეველი მიმართულებით მოძრაობს, შესაძლოა, სხვადასხვა ადამიანმა განსხვავებულად აღიქვას და განმარტოს. ზოგიერთის აზრით, კატა კიბეზე ადის, ზოგი კი ფიქრობს, რომ ქვემოთ ჩადის. ის ფაქტი, თუ როგორ აღვიქვამთ საგნებს, მოვლენებს, ჩვენს პიროვნებას განსაზღვრავს და სწორედ იმაზე ვაკეთებთ აქცენტს, რა დამოკიდებულებაც გვაქვს ცხოვრებაში.

ეს მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი გეტყვით, როგორი დამოკიდებულება გაქვთ ცხოვრების მიმართ. ტესტის ავტორები ამბობენ, რომ შესაძლოა, ის საკუთარი თავის შესაცნობად კარგი საშუალება აღმოჩნდეს.

თქვენი ამოცანაა, შეხედოთ ფოტოს და 20 წამის განმავლობაში უპასუხოთ, კატა კიბეზე ზემოთ ადის, თუ ქვემოთ ჩადის?

თუ ფიქრობთ, რომ კატა კიბით ზემოთ ადის:

თუ ფიქრობთ, რომ კატა კიბეზე ამოდის, მაშინ, სავარაუდოდ, ბუნებით ოპტიმისტი ხართ. სადაც არ უნდა იყოთ, განვითარების პერსპექტივას ყველგან დაინახავთ. მოგწონთ რაიმე ახლის შესწავლა, განვითარება, სირთულეების გადალახვა, შექმნა და წინსვლა. სიძნელეები არ გაშინებთ და ზუსტად იცით, როგორ უნდა იაროთ თქვენი მიზნისკენ. ტესტის ავტორების თქმით, სწორედ ესაა მიზეზი, რომ შემოთავაზებულ ოპტიკურ ილუზიაში აღმასვლა დაინახეთ.

თუ ფიქრობთ, რომ კატა კიბით ქვემოთ ჩადის:

თუ მოცემულ ფოტოზე დაინახეთ, რომ კატა კიბით ქვემოთ ჩადის, ტესტის ავტორების თქმით, უფრო მეტად ცხოვრების მიმართ პესიმისტური დამოკიდებულება გაქვთ. შესაძლოა, რთულმა გარემოებებმა, იმედგაცრუებებმა, არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა და ქცევებმა ბუნებით სკეპტიკოსი გაგხადათ. თქვენ ძალიან ფრთხილად ცხოვრობთ და მარტივად არ ენდობით ადამიანებს. თქვენი მოტყუება, ფაქტობრივად, შეუძლებელია და ის ფაქტი, რომ ყველაფრის მიმართ ყურადღებას ამახვილებთ და მარტივად არავის უჯერებთ, გამჭრიახ ხასიათს გიყალიბებთ. ეს თქვენთვის გარე სამყაროსგან თავდაცვის საშუალებაა.

წყარო : Mshoblebi.ge