“პრაიმ ჰაუსის” მონაწილემ კესო ბერუაშვილმა ჟურნალ “თბილისელებს” რამდენიმე თვის წინ ინტერვიუ მისცა, საიდანაც გთავაზობთ ამონარიდს.
კესომ თქვა რომ დისტანციური ურთიერთობა აქვს მამაკაცთან, რომელიც ჰოლანდიელია და თავისუფალ ურთიერთობაში არიან.
– რას ნიშნავს თქვენთვის თავისუფალი ურთიერთობა?
– როცა ერთად არ ვართ, მას შეუძლია, ჰყავდეს სხვა ქალი და მე შემიძლია, მყავდეს სხვა მამაკაცი, თუ მომესურვება. თავისუფალი ურთიერთობა გვაქვს, იმიტომ, რომ ერთ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ და შეიძლება, თვეში ერთხელ ვნახო, ამიტომ ასე ჯობს.
– როგორია შენი გამოცდილება ასეთ ურთიერთობაში?
– თავისუფალი ურთიერთობა ჩემთვის იდეალურია. არ შემიძლია, მამაკაცთან 24/7-ზე ცხოვრება. სულ აღვნიშნავ ხოლმე, რომ მამაკაცი მინდა ნახევარ განაკვეთზე. არ შემიძლია 24 საათი ერთ კონკრეტულ ადამიანთან ყოფნა, არც მამაკაცთან ერთად შემიძლია ცხოვრება. ამიტომაც არ ვარ გათხოვილი.