სოციალურ ქსელში ვრცელდება ე.წ. სკოჩი-სამაჯურის ვიდეო “ბალენსიაგას” ახალი 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან, რომელიც, უცხოურ მედიაში გავრცელებული ცნობით, 3 ათასი ევრო ღირს.
“ხუმრობა მეგონა…
ეს მართალია?
“ბალენსიაგა” ხალხს ართობს…
ეს სამაჯური “ბალენსიაგას” კიდევ ერთი სოციალური ექსპერიმენტია…
ამას ვიყენებდი სამაჯურად, როცა ბავშვი ვიყავი…” – წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.