ცნობილი ხდება რუსთავში მოკლული დედა-შვილის ვინაობა. “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ახალგაზრდა კაცმა მისი მეუღლე მარიამ სოფრომაძე და სიდედრი ინგა ბეგაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა.
დანაშაული დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
„ხუთი გასროლის ხმა იყო, თავდაპირველად ორი, შემდეგ კიდევ ორი და ბოლოს ერთი გასროლის ხმა. გოგოები გარბოდნენ შეშინებულები,რომლებიც ისეთი შეშინებულები იყვნენ, ვერაფერი მითხრეს, მერე ჩვენ თვითონ წამოვედით. ვნახეთ ორი გარდაცვლილი. აქეთ კი, ეტლი იყო გამოგორებული, პატარა ბავშვი იყო შიგ, ალბათ, 1 წლის იქნებოდა. ის ბავშვი სკვერში მე წამოვიყვანე, პოლიციელს ვუთხარი, რომ მე წავიყვან-მეთქი. მერე ბავშვი ექიმებმა წაიყვანეს. თვითონ ის კაცი, რომელმაც ისროლა არ გარბოდა, ადგილზე იყო ისე ჩასვეს მანქანაში”, – ამბობს თვითმხილველი.
თვითმხილველის თქმით, დედა-შვილს, ინგა ბეგაშვილს და მარიამ სოფრომაძეს თან პატარა ბავშვი ახლდა, რომელიც შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს.
რაც შეეხება უშუალოდ პირს, რომელმაც სავარაუდო გასროლა განახორციელა, თვითმხილველის თქმით, 30 წლამდე მამაკაცია, რომელიც პოლიციამ ადგილზევე დააკავა.