ევროპის ჩემპიონატიდან გამოთიშვის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ “ინსტაგრამზე” ემოციური პოსტი დაწერა.
„ამაყები და თავაწეულები ვტოვებთ ევროპის ჩემპიონატს! უამრავი საოცარი ემოციით და მოგონებით. ჩვენს ხალხს და ქვეყანას ბევრი სიხარული და სიამაყის წუთები ვაჩუქეთ, ამით ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ვხედავდი ტრიბუნებზე, ტელევიზორებთან, ქუჩებში გახარებულ ქართველებს. მინდა მადლობა გითხრათ ყველას, ვაგრძელებთ შრომას, განვითარებას და დაგიბრუნდებით უფრო ძლიერები ❤️მადლობა!!”. – წერს ხვიჩა