გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა და თქვა რომ ხვიჩა კვარაცხელია მთელ ესპანეთის ნაკრებს სჯობს.
“ხვიჩა მთელ ესპანეთის ნაკრებს სჯობს. მე გადაჭრით ვერ ვიტყვი რომ გავიმარჯვებთ, თუმცა ერთ რამეს გპირდებით, ესპანელებს უამრავ თავსატეხს გავუჩენთ და ეს იმისდა მიუხედავად, რომ ესპანეთი ტურნირის ფავორიტია.
რომელია ჩემი საუკეთესო მოგერიება ? ის, რომელსაც ესპანეთის წინააღმდეგ შევასრულებ” – ამბობს მამარდაშვილი და მსოფლიო პრესის ყურადღებას კვლავ იქცევს.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეა.