ხვიჩა შენს გვერდით ვართ – ნაპოლი კვარაცხელიას შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია, ამის შესახებ ინფორმაცია ნეაპოლურმა კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კვარაცხელიამ გუშინ, 3 მაისს, ვარჯიშის დროს მცირე დაზიანება მიიღო და მარცხენა ბარძაყის კუნთის არეში დაზიანება აქვს.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა “კვარა” ორშაბათს, “უდინეზეს” წინააღმდეგ თამაშს.