“ხვიჩას ამ საქციელმა გამაოგნა, ვთხოვე რომ..” – ნაპოლის მწვრთნელი კვარაცხელიას შესახებ საუბრობს

ნაპოლის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ერთ-ერთ იტალიურ გამოცემას ინტერვიუ მისცა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა კომენტარი.

ჟურნალისტმა ემანუელ კორტიმ ინტერვიუდან ამონარიდი შემოგვთავაზა სადაც კალცონა კვარას შესახებ საუბრობს.

“კვარაცხელიას ვთხოვე ჩვევების შეცვლა.. მას ვთხოვე რომ ცოტა უკან ეთამაშა და დაცვას უფრო დახმარებოდა. კვარამ გამაოგნა. ის ძალიან კარგი ბიჭია და უმალვე საქმეს ხელი მოკიდა და თხოვნა შეასრულა”