კიდევ ერთი ნიჭიერი ადამიანი დაკარგა სპორტულმა სამყარომ – ახლახანს დიდი ტრაგედია დატრიალდა
საქართველოს საციგაო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ქუმარიტაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ საციგაო სპორტის ფედერაციამ გაავრცელა.
„დიდი მწუხარებით გაცნობებთ, საქართველოს საციგაო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებას. ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ დიდ დანაკარგს“, – აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.
„ვლადიმერ ქუმარიტაშვილი ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ საციგაო სპორტში და დიდი წვლილი შეიტანა საციგაო სპორტის საერთაშორისო საზოგადოებაში“, – აღნიშნულია საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში.