ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.
ლაშამ პარიზის ოლიმპიადის ფინალში უძლიერესი იაპონელი მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ლაშა ბექაურმა ლეგენდარულ ტედი რინერს უთხრა, რომ მისი მიზანი ოლიმპიადის ოთხჯერ მოგებაა.
24 წლის ჯუდოკამ უკვე შეძლო ორჯერ ჩემპიონობა და გაჩერებას არც მომავალში აპირებს.