13 წლის ნინი ორკოშნელი საგარეჯოდან არის. როგორც თავად ამბობს, “ნიჭიერში” გამოსვლაც და სიმღერაც მამას მიუძღვნა, რომელიც გარდაიცვალა. სწორედ სიმღერა დაეხმარა ამ ტკივილის გადატანაში.
ნინის გამოსვლამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჟიურიზე და მაყურებელზე და მან ოქროს ღილაკიც დაიმსახურა.