მანუ მურღულია შეყვარებულია – ვინ არის მომღერალის რჩეული ?

მანუ მურღულიამ ჟურნალ „თბილისელებთან” პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

მომღერალი ამბობს, რომ „ახლა ისეთი ადამიანია მის გვერდით, რომლის იმედიც ყოველ წამს აქვს”.

„მე მყავდა ძალიან კარგი პირველი შეყვარებული, იდეალური, რომელთან ერთადაც 2 წელი ვიყავი. მაშინ 22 წლის ვიყავი. არც გვიჩხუბია ისე დავშორდით.

უბრალოდ, მე დავასრულე ეს ურთიერთობა რადგან მივხვდი ამოვწურე ჩემი თავი ამ ურთიერთობაში. ჩვენი გზები აცდა და არ მინდოდა მისთვის გული მეტკინა. ჯობდა მეგობრებად დავრჩენილიყავით. სანდრო და მე ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ, შეყვარებულები არ ვართ, მაგრამ კარგ მეგობრებად დავრჩით და ძალიან მიყვარს ეს ადამიანი, როგორც ჩემი მეგობარი. ორი წლის მერე ისევ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ძალიან მატკინა გული.

მასთან ურთიერთობა ცუდად დასრულდა. ახლა არის ადამიანი, რომელთანაც საინტერესო ურთიერთობაში ვარ. მის გვერდით ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. იმ ორმა ურთიერთობამ კი დამანახა, რომ არსებობენ გადასარევი ადამიანები და ბოროტები.

ხუთი წლის წინ რომ გეკითხათ, ალბათ გეტყოდით სტიმულისთვის გვერდით საყვარელი ადამიანი არ მჭირდება-მეთქი, მაგრამ ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს როცა გყავს ადამიანი, ვისი იმედიც ნებისმიერ დროს გაქვს. ახლა კი ისეთი ადამიანია ჩემს გვერდით, რომლის იმედიც ყოველ წამს მაქვს“, – ამბობს მანუ მურღულია.