ლეგენდარული დიეგო მარადონას ყოფილი ცოლი და მისი შვილის, დიეგო მარადონა უმცროსის დედა, კრისტიანა სინაგრა რადიო Amore Campania-სთან რამდენიმე თვის წინ ნაპოლის შესახებ საუბრობდა.
“მთელი გუნდი მიყვარს, დაწყებული კაპიტნიდან, დამთავრებული გუნდის სტაფის ბოლო წევრამდე. კვარაცხელია? ძალიან საყვარელი ბიჭია. ამაღელვებელი იყო მისი და დედამისის თბილი შეხვედრა გუნდის ჩემპიონობის შემდეგ. ვის დავტოვებდი გუნდში? რა თქმა უნდა, კვარაცხელიას. ასევე დი ლორენცოს, ლობოტკას, ოსიმენს და სიმეონეს.” – ამბობდა კრისტიანა.
წყარო : Pnews.ge