ფეისქბუქის შექმნელი მარკ ცუკერბერგი ჰავაიზე “აპოკალიფსისგან დამცავ ბუნკერს” იშენებს.
თავშესაფარი 5000 კვადრატული ფუტის იქნება.
Wired-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ თავშესაფარი უნდა შეიცავდეს ათზე მეტ შენობას მინიმუმ 30 საძინებლით და 30 სველი წერტილით. ასევე იგეგმება 11 ხის სახლის, ფიტნეს ცენტრისა და საოპერაციო ოთახების მოწყობაც.
Wired წერს, რომ მთლიანი პროექტის ღირებულება 270 მილიონ დოლარზე მეტი იქნება.