გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან” ნინო სუხიშვილმა ბევრ სხვა თემასთან ერთად ისაუბრა იმაზეც, რომ ქორწინებაში შვილი არ გაუჩნდა.
“მე არ მყავს ჩემი, თუმცა ვთვლი, რომ რაც ცხოვრებაში ხდება, ასე უნდა მოხდეს, იმიტომ, რომ ჩემი საქმეებიდან გამომდინარე, ალბათ ამისთვის ვერ მოვიცლიდი… თუმცა, უნდა გითხრა, რომ მე ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები. მე და ილიკოს გვყავს ორი გოგო. ილიკოს შვილები ჩემი შვილები არიან. მე გავზარდე, განსაკუთრებით ერთი, რომელიც დღესაც ჩემთან ცხოვრობს, მეორე საზღვარგარეთ სწავლობს… ფაქტობრივად, ილიკოს შვილები ჩემი შვილები არიან… შვილი ჯანმრთელობის გამო ვერგავაჩინე”, – აღნიშნა ნინო სუხიშვილმა.