მენაგვემ £9.7 მილიონი მოიგო, სულ დახარჯა და კვლავ მენაგვე გახდა

2002 წელს, მენაგვე მაიკლ ქეროლმა, 19 წლის ასაკში ლოტოს 1 ფუნტიანი ბილეთი იყიდა და ჯეკპოტი, 9,700,000 ფუნტი მოიგო.

ქეროლმა 10 წელიწადში მთლიანად გაანიავა მოგებული თანხა მეგობრებში, ნარკოტიკში, ბარებში, ქალებში.

მაიკლი, რომელიც ახლა მორეიში ცხოვრობს, The Mirror-თან ინტერვიუში ამბობს: “არაფერს ვნანობ, ეს იყო საუკეთესო 10 წელი ჩემ ცხოვრებაში”.

როდესაც ქეროლმა ჯეკპოტი, 9,7 მილიონი ფუნტი მოიგო, 4 მილიონი უმალვე დაარიგა. თითო მილიონი მისცა დედამისს, დეიდამისს, ბიძამისს და ყოფილ ცოლს, ვისთნაც შვილი ყავს.
მაიკლს 5.7 მილიონი ფუნტი დარჩა. 390,000 ფუნტად იყიდა 8 საძინებლიანი ვილა, სადაც გიჟურ წვეულებებს მართავდა მეგობრებთან. დანარჩენი ფული ალკოჰოლში, ნარკოტიკში და ქალებში უაზროდ დახარჯა.

2012 წელს უკაპიკოდ დარჩენილი ქეროლი შოტლანდიაში, მორეიში გადავიდა საცხოვრებლად.  
მას ყველაფრის ახლიდან დაწყება სურს. მაიკლი ორ ოთახიან ბინას ქირაობს 500 ფუნტად და კვირაში 7 დღე მუშაობს მენაგვედ.

მაიკლ ქეროლი“ხალხი ყოველთვის მეკითხება, რა შეგრძნებაა, როცა ამხელა თანხას კარგავ? მე ვპასუხობ, მე არ დამიკარგავს ფული, მე დავხარჯე ის”.