მსახიობმა ნათია წიწილაშვილმა ჟურნალ “სარკესთან” მეუღლის გაცნობის ისტორია გაიხსენა.
“მე და ჩემს მეუღლეს ნაცნობობის ძალიან უცნაური ისტორია გვაქვს. პირველად მიშო ჩემი პირველი ქორწინების თაფლობის თვეში გავიცანი. მე და ჩემს პირველ ქმარს, გიორგი კალანდაძეს, თაფლობის თვე თურქეთში გვქონდა. იქ მიშო თავის მეგობრებთან ერთად ისვენებდა და ასე გავიცანით. თან მაშინ მე და გიორგი პოპულარობის ზენიტში ვიყავით. მახსოვს, მიშო თვითონ მოვიდა და გაგვეცნო, ძალიან მაგარი წყვილი ხართო. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჩვენი დები ჯგუფელები იყვნენ. წლების შემდეგ ბათუმში ერთსა და იმავე სასტუმროში შევხვდით. მე და ჩემი და ბავშვებთან ერთად ვისვენებდით. მერე ყველაფერი მოკითხვებით გაგრძელდა”, – ამბობს ნათია წიწილაშვილი.
ნათიას პირველი ქმარი მსახიობი გიორგი კალანდაძე იყო.
ინტერვიუ 2021 წლის არქივიდან