“მერიემი ძალიან უზნეო ადამიანია.. მერიემ ცუდია, რომ ქალი ხარ ბიოლოგიურად, ნეტა ბიოლოგიურად კაცი იყო…” – ნიკოლოზ ქართველი საგანგებო განცხადებას აკეთებს

„პრაიმ ჰაუსში“ მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, სადაც მერიემმა და სალომე უშხვანმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ნიკოლოზ ქართველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„რა შეიძლება ვთქვა მერიემზე… ძალიან უზნეო, დაკარგული ადამიანია, რომელიც ყველა ხერხს იხმარს, რომ გამოჩნდეს. კი, ნამდვილად სამწუხაროა და ვუსამძიმრებ მას, საუბრობს ჩემზე, მაგრამ ესაუბრება ჩემს ცოლს, ესაუბრება იმაზე, რაზეც პასუხი იცის, მაგრამ მაინც საუბრობს, რადგანაც ისე არ ჩანს საერთოდ არსად… მე მოვატყუე ორი ადამიანი და მე ამ დანაშაულს ვატარებ და ვაღიარებ! და არ დამიმალავს, უბრალოდ, ვფიქრობ ამაზე აპელირებაც უკვე დამღლელია, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ყოველთვის გამოჩდებიან უშეცდომო ადამიანები, როგორიც არის მაგალითად, მერიემი…

სამწუხაროა, გისურვებთ არ იყოთ მერიემი, გისურვებთ, ბოღმისგან თავისუფალნი იყოთ და სიბოროტის მაგივრად, სიკეთე გეთესოთ… თუ სიკეთე არ შეგვიძლია, მაშინ სიბოროტესაც ნუ ჩავიდენთ, მერიემ ცუდია, რომ ქალი ხარ ბიოლოგიურად… ნეტა, ბიოლოგიურად კაცი იყო.

ადამიანებო, იცოდეთ, დრო მიდის, კადრები რჩება… როგორ კვალს დავტოვებთ, ეს ჩვენზეა დამოკიდებული!
სალომე, მიყვარხარ და მეამაყები… ბოდიში, რომ მსგავს თემაზე გიწევს საუბარი ასეთ არაადამიანთან, როგორიც არის მერიემი“, – დაწერა მონაწილემ.