„მინდა შენი სახით მეგობრის დაბრუნება, რადგან ძალიან მაკლიხარ” – ნატალია ყიფშიძე ბებიას, ზურა ყიფშიძის მეუღლეს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

ზურა ყიფშიძის მეუღლე ლელა გოცირიძე იუბილარია. ნატალია ყიფშიძე ბებიას სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს.

„ბე, გილოცავ!
მინდა, რომ ეს წელი შენთვის იყოს ბედნიერების, სიხარულისა და სიმშვიდის თაიგულივით ლამაზი!
შენზე სულ მახსენდება სამზარეულოს ტკბილი საუბრები – მერე სულ რაღაც დიდი ინფორმაციით რო მივდიოდი დასაძინებლად. ყველა ისტორია მახსოვს, რაზეც მელაპარაკებოდი და მეტიც – მეხსიერებაში სამუდამოდ რომ ჩამრჩენოდა სიზმრად ვხედავდი: შენ ახალგაზრდულ მეამბოხეობას. ზურას რომ ანეგდოტურ ლექსებს უნახავდი ჩემოდანში, შემთხვევით პერანგის ჯიბით რომ 💚 გადმოიტანე საბჭოთა კავშირის დროს აეროპორტში, როლიკებით რომ კატაობდი თეატრალურში, იარაღს რომ ფლობდი, ლომს სახელად ინგას რო შეებრძოლე ახალი შუბის გულისთვის, ქურდებს რომ არ შეუშინდი და რა დამავიწყებს ლელას, რომელმაც ტარება იმდენად კარგად იცოდა, რომ თავი ზურას კი არ მოატაცინა – აქეთ მოიტაცა თოვლიან ამინდში.

ჩემთვის შენი ცხოვრების ისტორიები სუპერმენის მსგავს კომიქსებად არის წარმოდგენილი. ჩვენი ურთიერთობიდან ყველაზე მკაფიოდ ურუშაძის ფილმის გადაღებებზე ლურჯ სასტუმროს ოთახში ცხოვრება და სკოლისკენ მიმავალ გზაზე როდ სწიუარტის მოსმენა მახსენდება. ბებო მიყვარხარ, ძლიერ და მინდა შენი სახით მეგობრის დაბრუნება, რადგან ძალიან მაკლიხარ შენ და შენი ისტორიები – დარწმუნებული ვარ, მოსაყოლი კიდევ ბევრი გაქვს..

სიყვარულით,
შენი ნატალია“, – წერს ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში.