“მიყვარს ჩემი ქვეყანა” – რა თქვა ნუცა ბუზალაძემ ნახევარფინალური შოუს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე

ნუცა ბუზალაძის სიტყვები “ევროვიზიის” ნახევარფინალური შოუს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„დიდი მადლობა ყველას, რომ მენდნენ. ვგრძნობდი ენერგიას სცენაზე. მადლობა, რომ დამაჯერეთ, რომ ოცნებები ნამდვილად ხდება. ჩემი ოცნება იყო, საქართველო გასულიყო ფინალში შვიდი წლის შემდეგ. ბედნიერი ვარ.

ამაყი ვარ ჩემი ქვეყნით, საქართველოთი. ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ. მინდოდა, მეჩვენებინა ის ცეცხლი, რომელიც ქართველებშია. სცენაზე ვგრძნობდი ჩემი ქვეყნიდან ენერგიას, მიყვარს ჩემი ქვეყანა. ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა ამ ნომერზე და ყველას დიდი მადლობა ასე მუშაობისთვის.

როდესაც ასე მუშაობ, ეს შრომა ყოველთვის შედეგის მომტანია. ეს იყო ჩემი ოცნება“

„მინდოდა ყველასთვის ძალიან დიდი მადლობა გადამეხადა, მაგრამ განსაკუთრებით ჩემი ემიგრანტებისთვის, რომლებიც ასე მაგრად მგულშემატკივრობდნენ და ყოველთვის მიდგანან გვერდში…“ – განაცხადა ნუცამ.