„მხოლოდ საქართველოში შეიძლება სამგან მუშაობდე, მაინც ვალი გქონდეს და მეოთხე სამსახურს ეძებდე“ – ნინო ლეჟავა

გარ­და იმი­სა, რომ თა­ვი­სი პრო­ფე­სია უზო­მოდ უყ­ვარს, ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე არა­ერთ საქ­მე­შიც მო­უ­სინ­ჯავს თავი. სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ­ბობს, რომ არა­ნა­ი­რი შრო­მა და­საძ­რა­ხი არ არის და არ­ცერთ საქ­მეს, სა­დაც უმუ­შა­ვია, მის­თვის სი­კე­თის მეტი არა­ფე­რი მო­უ­ტა­ნია.

სა­უ­ბა­რია მსა­ხი­ობ ნინო ლეჟა­ვა­ზე, რო­მე­ლიც თე­ატ­რში რო­ლე­ბით ყო­ველ­თვის გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი იყო და არის და ნუ გა­გაკ­ვირ­ვებთ, თუ მას უცებ რა­ი­მე სხვა სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბი­სას შეხ­ვდე­ბით…

და­უ­ზა­რე­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე, აქ­ტი­უ­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის მქო­ნე მსა­ხი­ო­ბი ამას­თა­ნა­ვე 4 ბი­ჭის დე­დაა. რო­გორ უმკლავ­დე­ბა ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებს და რას ურ­ჩევს

მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა თა­ვის ვა­ჟებს, ამა­ზე ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

– პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე თე­ატ­რის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ა­კე­თეთ, წლებ­მა რა აჩ­ვე­ნა – სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო?

– ფი­ნან­სუ­რად – ნაკ­ლე­ბად, რად­გა­ნაც უფრო წელ­გა­მარ­თუ­ლი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ალ­ბათ აჯო­ბებ­და, მაგ­რამ თუ სუ­ლი­ე­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის, სის­ხლის ყი­ვი­ლის, ჩემი საქ­მი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის, თავ­და­დე­ბის, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის კუ­თხით შევ­ხე­დავთ, მი­მაჩ­ნია, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლო ვიყო, როცა პრო­ფე­სი­ით ჩვენ­ში სამ­სა­ხურს ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნი თუ შო­უ­ლობს. შე­მიძ­ლია, ვი­ა­მა­ყო და ვიტ­რა­ბა­ხო კი­დეც, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან რომ და­ვატ­რი­ა­ლო, ისევ ამ გზას გა­ვივ­ლი­დი და აქ მო­ვი­დო­დი… თუმ­ცა, ალ­ბათ, პა­რა­ლე­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბო­და უფრო ჭკვი­ა­ნუ­რა­დაც მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი…

– რას გუ­ლის­ხმობთ?

– წი­ნას­წარ რომ მქო­ნო­და გათ­ვლი­ლი, ეს რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა მო­ვი­დო­და და თა­და­რი­გი და­მე­ჭი­რა, ახლა ჩემ­თვის სულ პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი მექ­ნე­ბო­და. დღეს ერთ ად­გილ­ზე საქ­მი­ა­ნო­ბით, გა­მო­რი­ცხუ­ლია, იარ­სე­ბო. ალ­ბათ მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იძ­ლე­ბა ასე ხდე­ბო­დეს – სამ­გან მუ­შა­ობ­დე, მა­ინც ვალი გქონ­დეს და მე­ო­თხე სამ­სა­ხურს ეძებ­დე..

– პრო­ფე­სი­ას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, რას ითხოვს მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია ადა­მი­ა­ნის­გან?

– უდი­დეს მოთ­მი­ნე­ბას, გამ­ძლე­ო­ბას და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას. ჩვენს პრო­ფე­სი­ას ასე­ვე სჭირ­დე­ბა დიდი იღ­ბა­ლი, პატ­რო­ნი და ნაც­ნო­ბო­ბა. სულ ამას ვამ­ბობ, რომ ვე­რა­ვინ და­მაბ­რა­ლებს ვინ­მეს შვი­ლო­ბას, საყ­ვარ­ლო­ბას, მლიქ­ვნე­ლო­ბას და პირ­ფე­რო­ბას… აგუ­რი აგუ­რის­თვის და­მი­დია და საქ­მე ისე მი­კე­თე­ბია. თუ იმას, რა­საც მი­ვაღ­წიე, მიღ­წე­ვა ჰქვია, მა­შინ ჩემ­თვის იმა­ზე დიდი ჯილ­დო არ არ­სე­ბობს, რაც ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლია. დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა ქუ­ჩა­ში გა­ჩე­რე­ბენ, შენ მი­მართ სიყ­ვა­რულს, პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ხა­ტა­ვენ, ფო­ტოს იღე­ბენ. კი, ეს გა­ღი­მე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი ყვე­ლა­ფერს მირ­ჩევ­ნია. იმი­თაც ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ იღ­ბა­ლიც აღ­მო­მაჩ­ნდა. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის უნა­რიც მო­მა­ნი­ჭა.

– რომ არა არ­ტის­ტი, პრო­ფე­სი­ით ვინ შე­იძ­ლე­ბო­და კი­დევ ყო­ფი­ლი­ყა­ვით?

– ძა­ლი­ან კარ­გი ექი­მი ვიქ­ნე­ბო­დი, რად­გა­ნაც არც სის­ხლის მე­ში­ნია და არც ჭრი­ლო­ბის. თა­ვი­დან­ვე იმ­დე­ნად ინ­ტე­რე­სი­ა­ნი ვი­ყა­ვი, რომ 15-16 წლის ასაკ­ში, ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 7 ოპე­რა­ცი­ას და­ვეს­წა­რი. ვის­წავ­ლე ნემ­სის გა­კე­თე­ბაც. ეს იმი­ტომ, რომ მეს­წავ­ლა ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ადა­მი­ა­ნის­თვის პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა. აბი­ტუ­რი­ენ­ტი რომ ვი­ყა­ვი, იმ პე­რი­ოდ­ში რთუ­ლად იყო „სა­მე­დი­ცი­ნო­ზე“ ჩა­ბა­რე­ბა, თან, ისე­თი საგ­ნე­ბის ცოდ­ნა იყო სა­ჭი­რო, რაც არ მიყ­ვარ­და…

მა­თე­მა­ტი­კას ვე­რას­დროს გა­ვუ­გე, სულ იმა­ზე ვხუმ­რობ ხოლ­მე, – ხე­ლის თი­თებ­ზე რომ ვი­წყებ ან­გა­რიშს და თვლას, ფე­ხის თი­თებ­ზე გა­დავ­დი­ვარ-თქო… ისე, პე­და­გო­გო­ბაც გა­მო­მი­ვი­და, რად­გან კარ­გი გად­მო­ცე­მის უნა­რი მაქვს. კობა გო­გი­ძეს, კახა გო­გი­ძის ძმას, ასე­ვე მსა­ხი­ობს და რე­ჟი­სორს სა­ბავ­შვო თე­ატ­რა­ლუ­რი სტუ­დია „ბრა­ვო“ აქვს, სა­დაც მე­ტყვე­ლე­ბის პე­და­გო­გად მი­მიწ­ვია. ბავ­შვებ­თან ხან­მოკ­ლე მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი, რად­გა­ნაც კარ­გი შე­დე­გე­ბი ჰქონ­დათ. ცოტა ხნის წინ ისი­ნი ქო­ბუ­ლეთ­ში თე­ატ­რა­ლურ და ფოლკ­ლო­რულ ფეს­ტი­ვალ­ზეც მყავ­და, სა­დაც 12 ნო­მი­ნა­ცია წა­მო­ვი­ღეთ. ასე­ვე კო­ბას თე­ატრთან თო­ჯი­ნუ­რი თე­ატ­რიც არ­სე­ბობს.

წყარო: ambebi.ge