ები და ბრიტანი ჰენსელები, თანამედროვეობის ყველაზე ცნობილ დებად ითვლებიან, მათ საერთო მხრები, ხელები, ორი ფეხი და ორი გული აქვთ. ისინი 1990 წელს ამერიკაში, მინესოტის შტატში დაიბადნენ. სირთულის მიუხედავად, მათ ცხოვრების გაგრძელება შეძლეს, ისწავლეს სიარული, მიიღეს განათლება, დადიოდნენ სპორტზე, ჰქონდათ თავიანთი ჰობი და ზოგადად, ცდილობენ, სრულფასოვანი ცხოვრება ჰქონდეთ…
ამჯერად დების ცხოვრებაში სიახლეა – ები დაქორწინდა. მისი რჩეული ჯოშ ბოულინგია, შეერთებული შტატების არმიის ვეტერანი. როგორც ცნობილია, წყვილი 2021 წელს დაქორწინდა, თუმცა საზოგადოებას ამის შესახებ ცოტა ხნის წინ აცნობა.