მუდმივი წაგებების გამო ნაპოლის ბოსი ფეხბურთელებს გასახდელში ჩაუვარდა და… – იტალიური მედია ხმაურიან ინფორმაციას ავრცელებს

იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ემპოლისთან მარცხის შემდეგ აურელიო დე ლაურენტისი ფეხბყრთელებს გასახდელში ჩაუვარდა, ეჩხუბა და მკაცრად დაელაპარაკა.

ლაურენტისმა თავდაპირველად ფეხბურთელების დასჯა და მათი ბაზაზე გამოკეტვა დააპირა. თუმცა როგორც ცნობილია, აურელიო ცოტათი მოლბა და თავის გუნდის მოთამაშეებს ასე აღარ დასჯის.

პრეზიდენტი ბოლო შანსს აძლევს ფეხბურთელებს.

რეპუბლიკა წერს რომ ნაპოლის 4000 მდე ქომაგი გაჰყვა ემპოლისთან საგულშემატკივროთ, რომლებმაც მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს შეურაცჰყოფა მიაყენეს და გუნდის კაპიტანს, ჯოვანი დი ლორენცოსაც დაუპირისპირდნენ.

მომდევნო მატჩი “მარადონაზე” ნაპოლისა და რომას შორის გაიმართება.

წყარო : Pnews.ge