ნაპოლის პრეზედენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა.
დე ლაურენტისი: „კვარაცხელიას აგენტს დაახლოებით 3 თვის წინ შევხვდი და ახალი კონტრაქტის გაფორმება შევთავაზე, მათგან კი ასეთი პასუხი მივიღე – არ ინერვიულო, ჩვენ აქ ბედნიერები ვართ და ახალ კონტრაქტზე სეზონის ბოლოს დავილაპარაკოთ“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ნაპოლიში ხელფასის სახით წელიწადში დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.