ნაპოლის პრეზიდენტი კვარაცხელიას შესახებ განცხადებას აკეთებს და Mediaset-თან ქართველი ფეხბურთელის შესახებ საუბრობს.
აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩას აგენტის სიტყვების შესახებ კომენტარი გააკეთა.
“კვარაცხელიას შესახებ შეთავაზება რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება ჯერ ჩემთან უნდა მოვიდეს და არა კვარაცხელიას აგენტთან. კვარას გუნდთან მრავალწლიანი კონტრაქტი აქვს და მინდა ეს კონტრაქტი გავაგრძელო. ამაზე ვისაუბრებთ სეზონის ბოლოს. ჩვენ ვიცოდით რომ ის ძლიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ნაპოლის დამსახურებაცაა რომ თავი უფრო კარგად წარმოაჩინა” – განაცხადა ლაურენტისმა.
წყარო : Pnews.ge