ნეაპოლში ზეიმია – კვარაცხელიაზე გავრცელებულმა ამ ინფორმაციამ იტალიელები ძალიან გაახარა

ხვიჩა კვარაცხელიას მამა, ბადრი კავარცხელია ერთ-ერთ იტალიურ რადიოს სტუმრობდა, სადაც განაცხადა რომ მისი ინფორმაციით ხვიჩა ნაპოლიში რჩება და სხვა კლუბში არ გადადის.

აღნიშნულს ნეაპოლური მედია ეხმაურება, რომლის კომენტარებშიც იტალიელი ქომაგები სიხარულს არ მალავენ.

“რა მაგარია ! კვარაცხელია ჩვენი სიამაყეა”

“ფორცა კვარა, ფორცა ნაპოლი ! კვარა ამ გუნდის ვარსკვლავია”

“ოსიმენი მიდის, თუმცა ხვიჩა როგორც ჩანს რჩება, ეს ხომ დიდებული ინფორმაციაა”

“კვარაცხელია გვიყვარს და უფრო შეგვაყვარა თავი. ის ჩვენი ლეგენდაა”

“კვარაცხელია რჩება ? უნდა ვიზეიმოთ. ასეთი დონის ფეხბურთელი კვლავ ჩვენს რიგებში იქნება” – წერენ იტალიელები კომენტარებს.

წყარო : Pnews.ge