თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ კოდაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი აალდა და იქ მყოფი 50 წლამდე ქალი მანქანაში დაიწვა. გარდაცვლილი ნინო ეუაშვილია.
“როგორც ვიცით, დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ ნინო და კიდევ ორი ადამიანი, როცა ეს ტრაგედია მოხდა. კოდის გზაზე ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, ნინო ერთ-ერთ ავტომობილში უკან იჯდა, შეჯახების შემდეგ კარი ჩაიკეტა, გადმოსვლა ვერ მოასწრო, მანქანა აალდა და ავტომობილში დაიწვა. საშინელი ამბავი მოხდა, დიდი ტრაგედია. წინ ვინც იყვნენ მათაც წუთით გადმოასწრეს გადმოსვლა, გადარჩნენ. ნინო საოცარი ადამიანი იყო, წარსულში საუბარიც გვიჭირს მასზე” – ამბობენ ადგილობრივები.
მომხდარის შედეგად დაშავებულია სამი პირი.
შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.